რეზონანსი
24.10.2017

 რეზონანსი) უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა საქართელოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.

„მე მაქვს სიახლე. უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა უარი განუცხადა მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. ის ახლა აპატრიდია. არ არსებობს გარემოება, რომელიც მის დეპორტაციას ან ექსტრადირებას შეუძლებელს გახდიდა", - განაცხადა ლუცენკომ.

მისი თქმით, სააკაშვილს აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს.

შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა თავშესაფარი ითხოვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×