რეზონანსი
24.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს შსს-სა და საბერძნეთის პოლიციის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ატაშეს აქტიური ჩართულობით, საბერძნეთის პოლიციის ატიკის რეგიონალური მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოთხთვიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, უძრავი ქონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, საქართველოს ხუთი მოქალაქე: ე.წ. კანონიერი ქურდი - 1986 წელს დაბადებული ო. დ., 1980 წელს დაბადებული გ. მ., 1975 წელს დაბადებული ზ. ხ., 1987 წელს დაბადებული გ. გ. და 1977 წელს დაბადებული ს. ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ო. დ. თავის ოჯახის წევრთან - ზ.ხ.-სთან და თანამზრახველებთან - გ.მ.-სთან, ს.ს.-სთან და გ.გ.-სთან ერთად, გასაქურდ ბინებს წინასწარ არჩევდა.

ბრალდებულები მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ ინფორმაციას აღნიშნული ბინების შესახებ, ქურდავდნენ მათ და მოპარული ნივთების რეალიზაციას ახდენდნენ. დადგენილია, რომ ბრალდებულებს საბერძნეთის რესპუბლიკაში სულ 35 ბინა აქვთ გაქურდული.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება უძრავი ქონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე საბერძნეთის სსკ-ს 372-ე და 374-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×