(რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, მისმა პარტიამ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ.
როგორც გოცირიძემ განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას, როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები ჰყავდა. თუმცა, პარტია პოლიტისაბჭოს მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას ემორჩილება.
„ეს არ არის ჩრდილოთ კორეა და არც ჩვენი პარლამენტი, სადაც გადაწყვეტილებებს ერთსულოვნად იღებენ. ერთსულოვნად გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს იმას, როცა არის ერთი სული, გადაწყვეტილება მოდის მისგან და ყველა მას ემორჩილება. „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭო დაახლოებით 100 წევრისგან შედგება, ყველას თავისი პოზიცია გააჩნია, თუმცა გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება. თავის მხრივ პარტია პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ემორჩილება", - განაცხადა გოცირიძემ.