(რეზონანსი) ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა, რომელიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, აღნიშნა, რომ ყირიმთან დაკავშირებით რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები არალეგიტიმურია. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ყირიმი უკრაინის ნაწილია. ჩვენ დავარღვიეთ საკუთარი სიტყვა, დავარღვიეთ 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი. ჩვენ დაგპირდით და ეს პირობა ვერ შევასრულეთ", - განაცხადა სობჩაკმა.
სობჩაკმა ხაზი გაუსვა, რომ შექმნილი სიტუაცია დისკუსიასა და კომპრომისებს საჭიროებს.
20 ოქტომბერს ქსენია სობჩაკმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია პრეზიდენტის კანდიდატად თავის წარდგენა, რადგან პოლიტიკური წონა არ გააჩნია. თუმცა, მისი თქმით ის იყენებს მის ნომინაციას, როგორც ქვეყნის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პოლიტიკასთან უთანხმოების გამოსახატავად.
2014 წლის მარტში ყირიმი რუსეთის ფედერაციას შეუერთდა.