რეზონანსი
25.10.2017

 (რეზონანსი) სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი უახლოეს დღეებში ე.წ ციანიდის საქმეზე დასკვნას გამოაქვეყნებს.

როგორც ნანუაშვილმა განაცხადა, დასკვნა მოიცავს როგორც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დარღვევებს, ასევე, სასამართლო პროცესებზე გამოკვეთილ ხარვეზებს.

„უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ დასკვნას, რომელიც ეხება როგორც საგამოძიებო, ასევე სასამართლო პროცესებზე ამ საქმის მიმდინარეობის დროს დაფიქსირებულ დარღვევებს. დასკვნაში საუბარია თანასწორუფლებიანობის დარღვევაზე, უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, პროცესუალურ დარღვევებზე უშუალოდ გამოძიების დროს და ასევე, სასამართლოს მიმდინარეობის დროს, სადაც არის გარკვეული ხარვეზები", - ამბობს ნანუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×