რეზონანსი
25.10.2017

 (რეზონანსი) აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს აქტივისტმა რაიან კლეიტონმა კაპიტოლიუმის შენობაში რუსეთის დროშები ესროლა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ტრამპი რესპუბლიკელთა ლიდერთან, მიტჩ მაკკონელთან ერთად ჟურნალისტების წინ ჩაიარა.

"ტრამპი მოღალატეა. პრეზიდენტმა რუსეთის მთავრობასთან შეთქმულებით არჩევნები მოგვპარა", - ამბობდა კლეიტონი.

ტრამპა მომხდარი რეაგირების გარეშე დატოვა.

წესრიგის დამრღვევი კაპიტოლიუმის დაცვამ ადგილზევე დაკავა.

კლეიტონი ადგილობრივი საზოგადოებრივი მოძრაობის წევრია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×