რეზონანსი
25.10.2017

 (რეზონანსი) „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" ლიდერები მთაწმინდის მე-13 უბნის შედეგების ხელახლა დათლას ითხოვენ.

კომისიამ კახა კუკავას, გიორგი ახვლედიანის და დავით ლორთქიფანიძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რასაც მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაური მოჰყვა.

კახა კუკავას განცხადებით, საარჩევნო ბლოკს ამ უბანზე პროპორციულ არჩევნებში ნული ხმა დაუწერეს. მაშინ, როცა 15 ადამიანი აცხადებს, რომ უბანზე მისვლისას ხმა „დემოკრატიულ მოძრაობა - თავისუფალ საქართველოს" მისცა.

როგორც თავმჯდომარე გიორგი ზირაქიშვილმა განაცხადა, საარჩევნო კოდექსის თანახმად, საჩივრის განხილვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტის დამკვირვებელი პრეტენზიას საარჩევნო უბანზევე დააფიქსირებდა.

ამ დროისთვის საოლქო კომისიის სხდომა ჩაშლილია და პატრული მხარეებს ესაუბრება.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×