(რეზონანსი) ვფიქრობ, გავაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას, - ამის შესახებ თიანეთში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ქიტესაშვილი მიიჩნევს, რომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე უფრო ლოგიკური იქნებოდა, არჩევნების განმეორებით ჩატარება.
„უფრო ლოგიკურად მეჩვენებოდა, არჩევნების განმეორებით ჩატარების გადაწყვეტილება მიღებულიყო, ეს უფრო ღირსეული იქნებოდა. ვფიქრობ, გავაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას", - განაცხადა ქიტესაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლასა და აღდგენასთან დაკავშირებით, რის შესაბამისადაც, თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაური ერთი ხმით იმარჯვებს.