რეზონანსი
25.10.2017

 (რეზონანსი) ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრისა და მამა რევაზი სიხარულიძის შეხვედრა მსჯავრდებულ დეკანოზ მამალაძესთან დასრულდა.

ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსულმა მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, რომ დეკანოზს ყველაფერი მოუწყვეს.

„ჰქონდა თუ არ ჰქონდა მას ციანიდი, ძველ აზრზე ვარ, იმ მხრივ, რომ მაშფოთებს ჩანაწერი, სადაც საუბარია ტკბილზე, განეიტრალებაზე. მრჩება აზრი, რომ მოუწყვეს", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

მეუფე დიმიტრიმ ასევე განაცხადა, რომ „სოსო ოხანაშვილის სიძეობა თავსატეხად ექცა".

„ოხანაშვილის სიძეობა თავსატეხად მექცა. ის არის ზრდასრული, დამოუკიდებელი, თვითნება, თვითმარქვია. ვინც გვიცნობს და იცის ჩვენი ურთიერთობა, ხშირად გვქონია საუბარი მის უხეშობაზე ადამიანებთან ურთიერთობაში, რაზეც მეუბნებოდა, სამსახური მაქვს ასეთიო", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×