რეზონანსი
25.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციიდან მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დოკუმენტი მიიღო.

სააკაშვილის განცხადებით, პოროშენკოს გადაწყვეტილების გაასაჩივრებს.

„სასამართლოში დღეს ან ხვალ წავალ. როგორც იქნა, ჩვენ მივიღეთ დოკუმენტები პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მოქალაქეობასთან დაკავშირებით და ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს გავასაჩივრებთ", - ამბობს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილების საფუძველზე 26 ივლისს ჩამოართვეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×