რეზონანსი
25.10.2017

 (რეზონანსი)საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე შეაფასა,მისი თქმით,ისრაელთან თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

„ძალიან ბევრი გაკეთდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში იმისთვის, რომ  ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში გაღრმავებულიყო – ეკონომიკური თანამშრომლობის, ტურიზმის განვითარების, ინოვაციების ხელშეწყობის კუთხით და ასე შემდეგ“.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ამ კუთხითაც ბევრი რამ არის გაკეთებული. ამ ვიზიტის ფარგლებში შევთანხმდებით  ჩვენი თანამშრომლობის სხვა დეტალებზე ”,-განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×