(რეზონანსი) გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე უცვლელი განსახილველი მთავარი საკითხები, რომელსაც თბილისის დელეგაცია აყენებს, უცველი დარჩა - ამის შესახებ სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ენგურის ხიდზე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"შეხვედრაზე საუბარი შეეხო გასული წლის 19 მაისს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების მოთხოვნას, რაზეც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმება ვერც დღეს გამართულ შეხვედრაზე მოხერხდა.
„გათავისუფლების მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე დრანდის ციხეში, კვლავ პატიმრობაში რჩებიან ზუგდიდის სოფელ რიყის მცხოვრები აჩიკო და პაატა როგავები. მამა-შვილი დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღრეებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით აპრილში დააკავეს, მოგვიანებით კი ე.წ. სასამართლომ მათ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - აჩიკო როგავას ორი წლით, პაატა როგავას კი 2 წლითა და ექვსი თვით,"- ამბობს ქემოკლიძე.
ქემოკლიძის ინფორმაციით, შეხვედრის დაწყებამდე გალში გაერო-ს ინიციატივით საინფორმაციო სესია გაიმართა, რომელშიც უცხოელი ექსპერტები მონაწილეობდნენ. უცხოელმა ექსპერტებმა კონფლიქტურ რეგიონებში კრიმინალთან არსებული ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრეს.
გალში შემდეგი შეხვედრა 28 ნოემბერს გაიმართება.