რეზონანსი
25.10.2017

 (რეზონანსი) „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადამაშაულებს.

ინაშვილი მიიჩნევს, რომ პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში მოსალოდნელზე დაბალი შედგები აჩვენა.

„რა თქმა უნდა არჩევნები გაყალბდა. გაყალბდა სამარცხვინოთ. სრულიად ნათელია, რომ ამ ხელისუფლებისთვის არჩევნების გაყალბება წესად იქცა", - ამბობს ინაშვილი.

ინაშვილი ბრძოლის გაგრძელებას საპროტესტო აქციებით გეგმავს. მისი თქმით, გაიზრდება შიმშილობისა და მჯდომარე აქციების მასშტაბიც.

ინაშვილის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსი" ყველა შემაჯამებელ ოქმს გაასაჩივრებს.

დღეს „პატრიოტთა ალიანსმა" შიმშილობის აქცია განაახლა, ისინი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას მოითხოვენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×