რეზონანსი
26.10.2017

 (რეზონანსი) აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურმა დაჯგუფება გაანადგურა, რომელიც ბაქოში ოპოზიციის აქციაზე ტერაქტს გეგმავდა.

სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დაადგინა, რომ დაჯგუფება უცხოეთში მოქმედ რელიგიურ-ექსტრემისტულ ტერორისტულ ორგანიზაციას ექვემდებარებოდა. მას აზერბაიჯანის მოქალაქე ბახტიარ ალეკბეროვი ხელმძღვანელობდა.

„დადგენილია, რომ ადამიანთა ჯგუფმა 28 ოქტომბერს ბაქოში დაგეგმილ ოპოზიციის მიტინგზე ტერაქტების მოწყობა გადაწყვიტა. 25 ოქტომბერს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - ბახტიარ ალეკბეროვი, ანარ მასიმლი, ჯავიდ ჰუსეინლი, რომლებმაც სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ადგილზე გაანადგურა", - ამბობენ სახელმწიფო უშიშროების სამსახურში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×