რეზონანსი
26.10.2017

 (რეზონანსი) გერმანიაში, ჰამბურგში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც თავის 2 წლის ქალიშვილს ყელი გამოსჭრა. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი"„The Local"- ზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა 23 ოქტომბერს პაკისტანელების ოჯახში მოხდა. პოლიციაში ქალმა დარეკა და დახმარება ითხოვა, მისი თქმით, მას მეუღლე მოკვლით ემუქრებოდა.

ადგილზე მისულ პოლიციას კი ოთახში ორი წლის ყელგამოჭრილი ბავშვი დახვდათ.

მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი ცოლზე ეჭვიანობდა და ქალს არა მხოლოდ სხვებთან საუბარი, არამედ, მეზობლებთან მისალმებაც კი აკრძალული ჰქონდა.

ცოლ-ქმარს კიდევ 6 წლის ბიჭი ჰყავთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×