რეზონანსი
26.10.2017

 (რეზონანსი) კიევის პროკურატურამ ქალაქის ცენტრში აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

უკრაინის დედაქალაქში მოტოციკლის აფეთქების დროს ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი დაიჭრა. მათ შორის, უკრაინელი დეპუტატი იგორ მოსიიჩუკი.

მომხდარის დროს პარლამენტარის დაცვის წევრი გარდაიცვალა. დაზარალდნენ შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ერთი გამვლელი.

პოლიციის ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლზე იყო დამონტაჟებული.

აფეთქება 25 ოქტომბერს გვიან ღამით მოხდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×