რეზონანსი
26.10.2017

 (რეზონანსი) ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, უფასო მედიკამენტების პროგრამას შესაძლოა ახალი წამლები დაემატოს.

"ბუნებრივია, ახალი მედიკამენტების დამატებას და საერთოდ ახალი გადაწყვეტილების მიღებას, კარგი ანალიზი სჭირდება თუ რა ხდებოდა ბოლო 6 თვის განმავლობაში, როდესაც დაიწყო ეს ახალი პროგრამა. სწორედ ამ სტადიაში ვართ, ანალიზდება ახლა მიღებული შედეგები და იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ პროგრამაში რაღაც კორექტივები შევიდეს", - ამბობს სოფრომაძე.

უფასო მედიკამენტების პროგრამა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და პროექტით ის მოქალაქეები სარგებლობენ, რომელთა სარეიტინგო ქულაც 100 ათასს არ აღემატება. რაოდენობრივად ეს 700 ათასზე მეტი ადამიანია.

პროგრამაში მონაწილეობა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს შეუძლიათ, რომლის მიხედვითაც, ისინი წამალს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად ყიდულობენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×