რეზონანსი
26.10.2017

 (რეზონანსი) ანტალიაში სპეცოპერაციის შედეგად ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც დანაშაულებრივი გზით ქალების პროსტიტუციაში ჩაბმით იყვნენ დაკავებულნი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი" თურქულ მედიაზე დაყრდმობით წერს.

გამოძიების ცნობით, დაკავებულები უცხოელ ქალებს ფულის შოვნას პირდებოდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად პროსტიტუციაში იძულებით რთავდნენ. დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდა ქართველი ქალი, მისი თურქი მეუღლე, თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქე და უკრაინელი ქალი.

აღნიშნული ჯგუფის მიერ პროსტიტუციაში ჩაბმული იყო უკრაინის ოთხი, საქართველოს ორი, ყაზახეთის ორი და მოლდოვისა და ყირგიზეთის თითო მოქალაქე.

როგორც თურქული მედია იუწყება, დაკავებული ქართველი ქალი თურქეთში პროსტიტუციის მიზნით 12 წლის წინ ჩავიდა, შემდეგ თურქეთის მოქალაქეს ცოლად გაყვა და პროსტიტუციაში სხვა ქალების ჩაბმაზე მუშაობდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×