რეზონანსი
26.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის კონფედერაციაში, ესპანეთის სამეფოში, ნორვეგიაში, ბელარუსის რესპუბლიკაში, კატარში, არგენტინაში, ინდონეზიაში, ეთიოპიაში და სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების კანდიდატურები წარადგინა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატად წარდგენილია დავით ჯალაღანია.

ესპანეთში ილია გიორგაძე, ნორვეგიის სამეფოში მაია ყიფშიძე, ბელარუსიის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია, კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი, არგენტინის რესპუბლიკაში ირაკლი ყურაშვილი, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ზურაბ დვალიშვილი, ინდონეზიის რესპუბლიკაში ირაკლი ასაშვილი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალია წარდგენილია.

საქართველოს პრემიერ -მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა მთავრობის განკარგულებას აღნიშნული კანდიდატურების საქართველოს პრეზიდენტისათვის გიორგი მარგველაშვილისთვის წარდგენის თაობაზე.

დღეს ელჩების კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×