რეზონანსი
26.10.2017

 (რეზონანსი) ფოთში "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" დამკვირვებლის, მ.ა-ს მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროების ფაქტს, - ამის შესახებ ნათქვამია საჩივარში, რომელიც ფოთის 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში შევიდა და რომლის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები".

„უახლოესი ორი დღის განმავლობაში ეს წერილი არ განიხილება, ჯერ უნდა დასრულდეს საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა და ამის შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით", - აცხადებს 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×