რეზონანსი
26.10.2017

 (რეზონანსი) ფერმერებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარ მოსავალზეც ისაუბრა.

პრეზედენტის თქმით, წელს საშინელი მოსავალი ჰქონდა, რადგან კარტოფილის მოსავლის გარდა, რომელიც ლუკაშენკომ სათესლე მასალად აჩუქა, ფაქტობრივად, არაფერი მოვიდა.

„წელს მქონდა საშინელი წელიწადი. გარდა კარტოფილისა, ისიც ლუკაშენკომ სათესლე მასალა მაჩუქა, ფაქტობრივად, ყველაფერი ძალიან ცუდად მოვიდა. პომიდორს ჭრაქი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა, კაკალი მთლიანად გაოხრებულია. ამაზე რომ ვიყო დამოკიდებული, წარმოვიდგინე, რამდენად გამიჭირდებოდა. ჩემი ფინანსური შემოსავალი ეს რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა აბსოლუტური კატასტროფა. არაფერი დამიგვიანია, მაგრამ არ მოვიდა",- განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×