რეზონანსი
26.10.2017

 (რეზონანსი) ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე ავტოპროფილაქტიკაში გაჩენილმა ხანძარმა, ორი ტრაილერი დაწვა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავამდოყოში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა შვიდი ჯგუფი მუშაობდა, რომელთა შორის დაახლოებით 35 მეხანძრე-მაშველია.

ცეცხლის შედეგად 300-400 კვადრატული მეტრი ფართოი დაიწვა.

ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×