რეზონანსი
26.10.2017

 (რეზონანსი) 2018 წელს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „GEM FEST"- ი ოთხდღიანი იქნება. ინფორმაციას „პირველი არხი" ფესტივლის დამფუძნებლის გიორგი სიგუაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფესტივალი არსებული ინფორმაციით, ანაკლიაში 9-12 აგვისტოს გაიმართება.

უახლოეს მომავალში „GEM FEST"- ზე დასასწრები ბილეთების გაყიდვაც დაიწყება.

წელს ფესტივალი ერთთვიანი იყო და ნაწილობრივ ბიუჯეტიდან დაფინანსდა. თუმცა, ორგანიზატორებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ და ვალდებულებების ნაწილის გასტუმრება გაუჭირდათ.

ეკონიმიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, „Gem fest"- სთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები არ უნდა გამოიყოს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×