რეზონანსი
27.10.2017

 (რეზონანსი) აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით, პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის საქმის 2 891 დოკუმენტი გასაჯაროვდა. თითოეული მათგანის ნახვა ნაციონალური არქივის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია.

ზოგიერთი ფაილი, ტრამპის თხოვნით გამოქვეყნებული არ იქნა, რადგან აშშ-ს უსაფრთხოებას საფრთხე არ დაემუქროს.

მანამდე, 24 ივლისს აშშ-ის ხელისუფლებამ იგივე ბაზაზე 3 900 დოკუმენტი აიტვირთა. ისინი ამჟამადაცაა ხელმისაწვდომი არქივის საიტზე.

თეთრი სახლის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლომდე საქმიდან კიდევ რამდენიმე ათასი მასალა გასაჯაროვდება.

აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატში მოკლეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×