რეზონანსი
27.10.2017

 (რეზონანსი) ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობის ბარსელონაში გახსნის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, მას ვერ ექნება რომელიმე სახელმწიფოში წარმომადგენლობის ქონის უფლება.

„ესპანეთი ისევე, როგორც ევროკავშირის დანარჩენი წევრი ქვეყნები, „სამხრეთ ოსეთს" საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. „სამხრეთ ოსეთი" გაეროს წევრი თითქმის არცერთი ქვეყნის მიერ აღიარებული არ არის. საქმე ეხება დეფაქტო ერთეულს, რომელსაც საერთაშორისო სამართლის თანახმად, არ გააჩნია ე.წ. წარმომადგენლობის ქონის უფლება ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ თითქმის არცერთ სახელმწიფოში.

„ესპანეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარსელონაში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო (ოფისი) გაიხსნა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×