რეზონანსი
27.10.2017

 (რეზონანსი) პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აფხაზებს აფხაზური ენის დღე მიულოცა.

„ჩვენ ვქმნით აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას. ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა საფუძველი ნდობის აღდგენის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს პროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ ღონისძიებებს. იქნება გამოყოფილი შესაბამისი ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამ პროგრამის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება. მჯერა, რომ აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×