(რეზონანსი) გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 27 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის გახსნისას განაცხადა, რომ 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა და ამას საერთაშორისო პარტნიორები აუცილებლად დააფასებენ.
21 ოქტომბრის არჩევნები დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ძირითადი დარღვევა, რომელსაც ტენდენციის სახე ჰქონდა, ამომრჩევლის ნების კონტროლი იყო.
„ვფიქრობ, ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული დემოკრატიის განვითარების კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, ყველამ დაინახა გასხვავება და თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არის ნამდვილად გამჭვირვალე და კიდევ უფრო დემოკრატიული."
„დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება სათანადოდ დაფასდება ჩვენი მეგობრების მიერ, საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ეს იქნება დიდი ქულა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში,"- განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.