რეზონანსი
27.10.2017

 (რეზონანსი) პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი უკვე გამოიკითხა. გამოკითხვაზე ბუგიანიშვილი თავის მდივანთან ერთდ იმყოფებოდა.

როგორც პროკურატურიდან გამოსულმა ბუგიანიშვილმა განაცხადა, დახურული სხდომის ოქმი არავისთვის გადაუცია. მისი თქმით, აღნიშნულ ოქმზე წვდომა მხოლოდ მას, მივანს, დაცვისა და ბრალდების მხარეს ჰქონდა.

ბუგიანიშვილის განცხადებით, პროკურატურის ყველა კითხვაზე მან პასუხი ამომწურავად გასცა.

„კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, გადავეცი თუ არა ვინმეს დახურული სასამართლო სხდომის ოქმები. ჩემი პასუხი იყო, რომ არავისთვის არ გადამიცია. დახურული სასამართლო სხდომის ოქმთან წვდომა მოსამართლეს, სხდომის მდივანს, დაცვის მხარეს და ბრალდების მხარეს ჰქონდა, სხვას წვდომა არ ჰქონია.

„მესამე პირისთვის გადაცემას მოახდენდა ან მოსამართლე, ან მდივანი, ან დაცვა, ან ბრალდების მხარე. მე დასამალი არაფერი მქონდა, მივეცი ჩვენება, რომ არაფერი გადამიცია", - ამბობს ბუგიანიშვილი.

შეგახასენებთ, რომ პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების მედიაში მოხვედრაზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებისც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ ჩვენება არ მიუციათ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×