რეზონანსი
27.10.2017

 (რეზონანსი) 240 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ დევნილებისთვის საკუთრებაში საცხოვრებლის გადაცემას. 240 დევნილი ოჯახი მთავრობის დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით თბილისში, გორში, რუსთავსა და ბათუმში მიიღებს ფართებს საკუთრებაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 15 800 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×