რეზონანსი
27.10.2017

 (რეზონანსი) აქუბარდია გუშინდელ ბრალდებას,მოსწავლისადმი სექსუალურ შევიწროვებას ცილისწამებას უწოდებს. „სრულიად შეძრული ვარ იმ ცილისწამებით და ცილისმწამებლური კამპანიით რომელიც ჩემი სახელის ლაფში ამოსვრით, პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ აღიძრა".

აქუბარდია ბრალდებას ბინძურ პოლიტიკურ თამაშს უწოდებს,რომელიც მის მიმართ დაიგეგმა. ბრალდებულის განცხადებით, დაირღვა არა მხოლოდ მისი,არამედ ოჯახის წევრების უფლებებიც. აქუბარდია საკუთარ თავს მსხვერპლს უწოდებს,ბრალდებას კი-ცილისწამებას, რომელიც მისი სახელის ლაფში ამოსასვრელად მოიგონეს.

„ეს არის პოლიტიკური თამაში და თავდასხმა, რომელსაც ვერანაირ ეთიკურ თუ მორალურ ახსნას ვერ ვუძებნი".

გუშინ შსს-მ „ლიბერალს" განუცხადა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ შესწავლას დაიწყებს

„მივესალმები და სრულიად ვემხრობი საკითხზე შსს-ს მიერ გამოძიების დაწყებას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვიბრძოლებ სიმართლის დასაცავად და ცილისწამების გასაქარწლებლად, ისევე როგორც ვიბრძოდი ადამიანის უფლებების დასაცავად.", - წერს აქუბარდია

თამაზ აქუბარდია მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" მაჟორიტარი დეპუტატი მთაწმინდის ოლქიდან, ასევე - 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „მწვანეთა პარტიის" მაჟორიტარი კანდიდატი სამგორის ოლქში.

შეგახსენებთ,კავშირ „საფარის" წარმომადგენელი მარი კურტანიძე თავის ყოფილ მასწავლებელსა და ლექტორს, თამაზ აქუბარდიას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მარი კურტანიძის მიერ sapari.ge-ზე გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, 15 წლის ასაკში მასწავლებელი მას სექსუალურად ავიწროებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×