რეზონანსი
27.10.2017

 (რეზონანსი)საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განმეორებით, ამჯერად პირადად წარადგინა განცხადება უკრაინაში დამატებითი დაცვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის" მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ განუცხადა.

„მან გუშინ პირადად შეიტანა განცხადება კიევის ოლქის საიმიგრაციო სამსახურის სამმართველოში „უკრაინაში დამატებითი დაცვის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა უარი განუცხადა მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული განცხადების განხილვაზე, ვინაიდან ის არა პირადად სააკაშვილის, არამედ მისი წარმომადგენლების მიერ იყო შეტანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×