რეზონანსი
27.10.2017

 (რეზონანსი)ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი, უფასო მედიკამენტების რაოდენობა გაიზრდება, თუ იმ ბენეფიციარების რიცხვი, რომლებიც უფასო მედიკამენტებით ისარგებლებენ. სერგეენკოს თქმით, ამ ეტაპზე სამინისტრო მონიტორინგს აწარმოებს.

სერგეენკოს განცხადებით, უფასო მედიკამენტების პროგრამა, რომელიც წელს პირველ ივლისს დაიწყო, თავისი შინაარსით მნიშვნელოვანია, რადგან სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ვერ ახერხებდა იმ მედიკამენტების შეძენას,რომელიც ამბულატორიულად ხანგრძლივად უნდა მიეღოთ.

„წლის ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას, გაიზარდოს მედიკამენტების ჩამონათვალი, თუ გაიზარდოს მოსარგეებლეების რიცხვი", - ამბობს სერგეენკო.

შეგახსენებთ,1 ივლისიდან ეგრეთ წოდებული უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდა. სააფთიაქო ქსელში უკვე 23 დასახელების ასეთი მედიკამენტია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×