რეზონანსი
27.10.2017

 (რეზონანსი) ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაიევმა ყაზახური ანბანის კირილიციდან ლათინურზე ეტაპობრივად გადასვლის ბრძანებას ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლათინურ ანბანზე გადასვლა 2025 წელს უნდა დასრულდეს. ამისათვის ქვეყნის ხელისუფლებაში ნაციონალური კომისია შეიქმნება.

ყაზახეთში ლათინური ანბანური წყობა ადრე უკვე იყო გამოყენებული -1929-1940 წლებში. ეს ანბანი ცნობილია როგორც ანალიფი ანუ ახალი თურქმენული ანბანი.

ლათინურ ანბანზე გადასვლის საკითხი ყირგიზეთის პარლამენტმა აქამდეც დააყენა, თუმცა იმჟამინდელი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი წინააღმდეგი იყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×