რეზონანსი
27.10.2017

 (რეზონანსი) უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ისევ მიიღოს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

„ეს სიტყვები ცოტა არათავმდაბალი იქნება, მაგრამ მე ღრმად მჯერა, რომ უკრაინას პრეზიდენტ იუშჩენკოს პოლიტიკური კურსი სჭირდება, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. მე არ მომიწერია ხელი მოღალატეობრივ ხელშეკრულებაზე გაზთან დაკავშირებით, არ ჩამიბარებია ყირიმი, არ ჩამიბარებია აღმოსავლეთ დონბასი. მე უკრაინას პატიოსნად ვემსახურე", - წერს იუშჩენკო.

ვიქტორ იუშჩენკო უკრაინის პრეზიდენტის პოსტს 2005-2010 წლებში იკავებდა. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2019 წელს გაიმართება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×