რეზონანსი
28.10.2017

 (რეზონანსი)ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ინფორმაციით, 270-ე ჰორიზონტზე, მიწისქვეშა სამუშოების წარმოების დროს ჩამოიშალა სამთო მასა. გარდაცვლილია მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე.

მეშახტე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით. ვუთანაგრძნობთ ოჯახს, მეგობრებსა და ჩვენი კომპანიის თითოეულ წევრს",- ნათქვამია განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×