რეზონანსი
28.10.2017

 (რეზონანსი)შრომის ინსპექციის წარმომადგენლის, ბექა ფერაძის, განცხადებით, ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის პირველადი შეფასებით, ხარვეზები იკვეთება. თუმცა, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა , ამაზე გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი.

ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის ტყიბულში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს, იმისთვის, რომ დადგინდეს შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.

„ ის სამუშაო ადგილი, სადაც სამთო მასა ჩამოიშალა, ჯერ კიდევ არ არის იმდენად უსაფრთხო, რომ შევიდეთ და აბსოლუტურად ყველანაირი გამოძიება განვახორციელოთ, ამიტომ, ამ პროცესებსაც ველოდებით. ჯერ მიჭირს გითხრათ, თუ როდის მექნება ზუსტი პასუხი მომხდარის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით", - განაცხადა ფერაძემ.

შეგახსენებთ,ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. დაღუპულია ერთი ადამიანი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×