რეზონანსი
28.10.2017

 (რეზონანსი) ტყიბულში, მინდელის შახტაში გარდაცვლილი მეშახტე, 50 წლის დავით ფორჩხიძე ქუთაისის პროზექტურიდან საკუთარ სახლში გადაასვენეს. როგორც განმარტავენ,მეშახტე სამთო მასის ქვეშ მოჰყვა, სიღრმიდან ამოყვანისას კი გარდაეცვალა. მომხდარს მისი შვილი პირადად შეესწრო, რომელიც ამავე შახტაშია დასაქმებული.

წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე ამბობს, რომ დაშავებული შემთხვევიდან 10 წუთში მისივე კოლეგებმა გამოიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა.

ოჯახის წევრები მამაკაცის პირად დაუდევრობას გამორიცხავენ,რადგან ის შახტაში 9 წლის განმავლობაში მუშაობდა.

დავით ფორჩხიძის ნათესავები მინდელის სახელობის შახტაში უსაფრთხოების დარღვევაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, შახტაში ტექნიკა მოძველებულია.

დავით ფორჩხიძის ნათესავის მარეხ ზარნიძის თქმით, ოჯახს სახელმწიფოს დახმარება სჭირდება.

„იქ მუშაობს მისი შვილიც, თავად შეესწრო მამის გარდაცვალებას. ეს შახტა ბავშვებისთვის ძალიან საშიშია, თხოვნა გვექნებოდა რომ სამ ობოლს დაეხმარონ. თვითონ ამბობდა, რომ ჩავდივარ შეიძლება ისეთი რაღაც მოხდეს, რომ საერთოდ ვერ მიპოვონო. თხოვნა იქნება მის ერთ-ერთ შვილს მაინც არ ჰქონდეს ისეთი სამსახური, რომ შახტაში ჩადიოდეს და ჩვენ ველოდებოდეთ, როდის ამოვა"- აცხადებს გარდაცვლილის ახლო ნათესავი.

შგახსენებთ,ტყიბულის შახტაში გუშინ კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×