რეზონანსი
28.10.2017

 (რეზონანსი)ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთში, ალაქ პუატიეში 50 წლის ქართველი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივი საავადმყოფოს ავტოსადგომზე გაჩერებულ ავტომობილში იპოვეს. როგორც გარდაცვლილის მეგობრების განცხადებით, სასწრაფო დახმარების ცენტრის თავშესაფარში ადგილების სიმცირის გამო, მამაკაცს ღამის გათენება მანქანაში მოუწია.

გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ცენტრის თანამშრომლებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი გარეთ დატოვება დაუშვებელი იყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×