რეზონანსი
28.10.2017

 (რეზონანსი)ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ კატალონიის პარლამენტი დაითხოვა. ინფორმაცია ამის შესახებ BBC-მ გაავრცელა.

გამოცემის ინფორმაციით, რახოის გადაწყვეტილებით დათხოვილები არიან კატალონიის ავტონომიის ლიდერი და მთავრობა.

გუშინ, 27 ოქტომბერს კატალონიის რეგიონალურმა პარლამენტმა ესპანეთისგან გამოყოფასა და დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი,70 ხმით 10-ის წინააღმდეგ.

კატალონიის პრეზიდენტმა კარლეს პუჩდემონიმ განაცხადა, რომ კატალონიამ დამოუკიდებლობის უფლება მოიპოვა. ოფიციალური პირების თქმით, პირველი ოქტომბრის რეფერენდუმში მონაწილეთა 90-მა პროცენტმა კატალონიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. ამასთანავე, რეფერენდუმში მოსახლეობის 42,3 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×