რეზონანსი
28.10.2017

 (რეზონანსი)ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი თბილისშია.ის საქართველოში 12-კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა. მუსიკოსის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას SOU ფესტივალის მედიაკოორდინატორი ავრცელებს.

მისი თქმით, კონცერტამდე მუსიკოსის გრაფიკი უცნობია, თუმცა მუსიკალური ექსპედიციის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე კუთხის მონახულებაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ,მუსიკოსი თბილისში ორ კონცერტს - 31 ოქტომბერსა და 3 ნოემბერს გამართავს.ბილეთების ფასი 50 ლარიდან 750 ლარამდე მერყეობდა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ამ ეტაპზე ფილარმონიაში გასამართი კონცერტის 200-ლარიანი ბილეთების ნაწილიღაა დარჩენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×