რეზონანსი
28.10.2017

 (რეზონანსი) მწერალი მამუკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს,რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მის საცხოვრებელ სახლთან ორი მანქანა მორიგეობს.

ხერხეულიძე ფაქტს მის ხელისუფლებისადმი კრიტიკას უკავშირებს.„ოცნების" პარტიულ პოლიციას სურს რამენაირად გამაჩუმოს" - აცხადებს ხერხეულიძე.

მწერალი ამბობს, რომ მისი გაჩუმება შესაძლოა მისი შვილის დაკავებით სცადონ.

„ოცნების" პარტიულ პოლიციას სურს, რამენაირად გამაჩუმონ, მე, მწერალი, მამუკა ხერხეულიძე, როგორც ამ ხელისუფლების კრიტიკოსი და ოპოზიციონერი იმით, რომ ჩემს უფროს ვაჟს რაიმე დაუშავონ. კერძოდ, ნარკოტიკის, ან იარაღის, ანდაც, რაიმე აკრძალული ნივთის "ჩადების" გზით ის ციხეში გაისტუმრონ და ამით დაგვაშანტაჟონ".-აცხადებს ხერხეულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×