(რეზონანსი) ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 2017 წელს, 10 თვის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რაოდენობამ 30-ს მიაღწია.
"ზუსტად იმ შახტაზე, სადაც გუშინ დაიღუპა ადამიანი, რამდენიმე თვის წინ 4 ადამიანი დაიღუპა. არამარტო ტყიბულის შახტებში, სხვა ადგილებშიც ბევრი ფაქტია ცნობილი და თითქმის ყოველ კვირაში იღუპებიან ადამიანები.არც ერთ შემთხვევაში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა მასშტაბი, სტატისტიკა, რაოდენობა და ამ შემთხვევების მიზეზი მეტყველებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს პილიტიკა და მექანიზმი უსაფრთხოება გააკონტროლოს".
ღვინიანიძის განცხადებით, უმთავრესია შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის აღსრულება.
"სახელმწიფომ უნდა შექმნას კონტროლის იმდენად ეფექტიანი მექანიზმები, რომ საწარმოები აიძულონ, გადახედონ უსაფრთხოების პოლიტიკას".
EMC-ის მონაცემებით, შარშან, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო გარდაცვლილთა რაოდენობამ 57 ადამიანს მიაღწია.