რეზონანსი
28.10.2017

 (რეზონანსი)საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, პარტია „ახალი ძალების" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებისადმი წაყენებული მოთხოვნების რიცხვს ზრდის.მოთხოვნების ჩამოყალიბებას ის ხვალინდელი აქციის მონაწილეებს სთავაზობს.

„ხვალ, 29 ოქტომბერს, ყველა, ვინც უკრაინის პარლამენტთან მოვა, შეძლებს მოთხოვნების ჩამონათვალი გააფართოვოს. ხელისუფლებამ უკრაინელების ხმა უნდა გაიგოს", - წერს სააკაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

სააკაშვილის განცხადებას დართული აქვს კითხვარის ფოტო, რომელშიც შემდეგი მოთხოვნებია ჩამოთვლილი: პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღება, ტარიფების „გაყინვა", ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა და ა.შ.

მიტინგის მონაწილეებს საკუთარი ვარიანტების ჩაწერაც შეეძლებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×