რეზონანსი
28.10.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობის 3 წლის განმავლობაში პრემია-დანამატი არც ერთხელ "ორი პრაგმატული მოსაზრების" გამო არ აუღია.

„პირველი არის ის, რომ ეს მუდმივად, მთელი სამი წლის განმავლობაში „საყვირალი" იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მეკუთვნოდა. მეორე - გარდა იმისა, რომ ვარ თბილისის მერი, ვარ უნივერსიტეტის პროფესორი. უნივერსიტეტიდან ნახევარ განაკვეთზე მაქვს დაახლოებით 1 500 ლარი, რაც ჩემთვის დამატებითი შემოსავალი იყო. სწორედ ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, დანამატის აღებაზე უარი ვთქვი", - აცხადებს ნარმანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×