(რეზონანსი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში "იესო ტკბილის" პარაკლისი გადაიხადა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
"ეს სიტყვები - "ჩვენთან არს ღმერთი" ბიბლიიდანაა. თქვენ როცა ამბობთ ამ სიტყვებს, დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან ამოვიდეს ეს სიტყვები. ნამდვილად უნდა გრძნობდეთ, რომ ღმერთი შენთან არის და შენ იქნები ბედნიერი და გახარებული", - ბრძანა უწმინდესმა.
"ღმერთმა ისმინოს ლოცვა ჩვენი, "ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოს თქვენ, ამინ", - ბრძანა უწმინდესმა.
პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმინდესმა პატარებს ტკბილეული დაურიგა.