რეზონანსი
28.10.2017

 (რეზონანსი)ავღანეთის აღმოსავლეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ნატო-ს სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, - ამის შესახებ ნატო-ს მისია „მტკიცე მხარდაჭერის" საიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

„ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე პროვინცია ლოგარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ეკიპაჟის კიდევ ექვსი წევრი დაშავებულია და ჰოსპიტალიზებულია", - ნათქვამია პრესრელიზში.

მათივე ინფორმაციით, ვერტმფრენი მოწინააღმდეგეს არ ჩამოუგდია. კატასტროფის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×