რეზონანსი
28.10.2017

 (რეზონანსი)ოზურგეთში "ინტერავტოს" სერვისცენტრი და ავტო ნაწილების მაღაზია გაქურდეს.შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, თუმცა დღეს გახმაურდა.

დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის გაქურდვა ღამის საათებში მოხდა. ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა მაღაზიის შესასვლელი მინის კარი შეამტვრიეს და კომპიუტერი, სხვადასხვა ტექნიკა , ძვირადღირებული პროგრამები მოიპარეს.

სერვისცენტრის მფლობელებისთვის მიყენებული ზარალი 5 ათას ლარს აღემატება.

როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობბს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×