რეზონანსი
28.10.2017

 (რეზონანსი) უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო პოლონური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში დღეს მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებს.

იუშჩენკოს შეფასებით, ახლა უკრაინაში კორუფციის ყველაზე მაღალი დონეა და სწორედ ამიტომ ითხოვს რადასთან შეკრებილი ხალხი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას.

"მიხეილ სააკაშვილი ყვითელ ბარათს აჩვენებს, რომელიც ცხადყოფს, რომ მმართველები უფრო პასუხისმგებლიანები უნდა იყვნენ,"- აცხადებს იუშჩენკო.

ექსპრეზიდენტის თქმით უკრაინა ოლიგარქებისგან არაა გაწმენდილი,რაც არა მარტო ეკონომიკურ, არამედ სოციალურ პერსპექტივასაც ართმევს ქვეყანას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×