რეზონანსი
28.10.2017

 (რეზონანსი) ჯეფ ბეზოსი პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდა. Amazon-ის დამფუძნებელი დღეს $10 მილიარდი დოლარით გამდიდრდა, რის შედეგადაც მისმა ქონებამ $90 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

Amazon-მა დღეს კვარტაული მოგების მაჩვენებელი გამოაქვეყნა,რომელიც ნავარაუდევთან შედარებით ბევრად უფრო მაღალი იყო, რის გამოც საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება 13%-ით გაიზარდა.

ბეზოსს Amazon-ის აქციების 17% ეკუთვნის, ამ გაძვირების შედეგად კი ის $10 მილიარდით გამდიდრდა. პლანეტის მეორე უმდიდრესი ადამიანი ბილ გეითსია მისი ქონება $88 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

შეგახსენებთ,53 წლის ბეზოსი მილიარდერი 1998 წელს გახდა, მან ონლაინშოფინგის გიგანტი Amazon 1994 წელს დააფუძნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×