(რეზონანსი)დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას რუსეთთან მიერთება სურს. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ვადიმ კრასნოსელსკიმ განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც სეპარატისტმა ლიდერმა გამარტა, იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო საზოგადოება, მოლდოვის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს, მაშინ ისინი რუსეთის შემადგენლობაში შევლენ.
ამასთანავე, რუს დეპუტატებთან შეხვედრისას, დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონში რუსეთის 220 ათასი მოქალაქე ცხოვრობს.
1990-იანი წლების დასაწყისში დნესტრისპირეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რუსეთი რესპუბლიკის ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ექსპერტების შეფასებით, ყოველწლიური დახმარება დნესტრისპირეთის მშპ-თან შედარებით, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარია.
შეგახსენებთ,2006 წლის სექტემბერში დნესტრისპირეთში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც ამომრჩეველთა უმრავლესობამ რუსეთთან მიერთებას მხარი დაუჭირა.